სომხური მედიის ცნობით, ერევანში, წმინდა ანას ეკლესიის ეზოდან პოლიციის განყოფილებაში სამი მოქალაქე გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადა.
როგორც „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური აცხადებს ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით, ორი ადამიანი „ხულიგნობისა და თანამდებობის პირის კანონიერი სამსახურებრივი და პოლიტიკური საქმიანობაში ჩარევაზე არიან ეჭვმიტანილი“.
ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუკ გვერდზე გავცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ინციდენტი ეკლესიაში მაშინ მოხდა, როდესაც ის უსაფრთხოების თანამშრომლებისა და სხვა თანამდებობის პირების თანხლებით მსახურების დასრულების შემდეგ გასასვლელისკენ მიემართებოდა. იქვე მყოფმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ კი მიმართა ფაშინიანს – „ასე ნუ მიყურებ,“რის შემდეგაც მისკენ ხელით მკვეთრი მოძრაობა გააკეთა. ფაშინიანმა მის თანმხლებ პირებს მოუწოდა, არ გამოეხმაურონ და ჟესტით სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
