ისრაელი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის „დე ფაქტო ლიდერი“ ალი ლარიჯანი.

ალი ლარიჯანი, ყოფილი სამხედრო ოფიცერი და ფილოსოფოსი, 2025 წლიდან უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გადაწყვეტილების მიმღებ პირად მიიჩნეოდა.

ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ გუშინდელი თავდასხმისას მოკლეს „ბასიჯის“ ძალების სარდალი ღოლამრეზა სოლეიმანი.

„ისინი შეუერთდნენ ხამენეის ჯოჯოხეთის სიღრმეში“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისმაილ კაცმა.

ამავდროულად, ალი ლარიჯანის გვერდზე X-ში რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა დაღუპული ირანელი სამხედრო მოსამსახურეებისადმი სამძიმარი და ხელნაწერი წერილი, თუმცა უცნობია, ემსახურება თუ არა ეს ლარიჯანის გარდაცვალების ცნობის უარყოფას.

თუ ლარიჯანის სიკვდილი დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნის მკვლელობა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე დაწყებულ თავდასხმას უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ემსხვეპრლა.