ქართული პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დასახელდა

დღეს ქართული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დასახელდა.  თანათავმჯდომარეებად– ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძეა, პარტიის პოლიტიკური მდივანი– ეროსი კიწმარიშვილი.

პარტიას პოლიტიკური საბჭოც ყავს, რომელთა შორის არიან:ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ბესო კურტანიძე, კახა მიქაია, ლევან ჩიკვაიძე და ამირან იობაშვილი.

დამფუძნებელ ყრილობაზე ფილარმონიის დარბაზი, სადაც ყრილობა გაიმართა, ნეტგაზეთის ჟურნალისტის ცნობით, სავსე იყო. ჟურანლისტები ფოტოაპარატებით და ვიდეოკამერებით დარბაზში არ შეუშვეს. ისინი ყრილობას ფოიეში დამონტაჟებული მონიტორიდან ადევნებდნენ თვალს.