ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებასთან იმ პატიმრების გათავისუფლების საკითხი დააყენა, ვინც სასჯელის ნახევარი მოიხადა.
„პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან, არის, როგორც მინიმუმ, განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიმუმ 50% გაატარეს ციხეში”, — განუცხადა ჟურნალისტებს განუცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
მან არ დააკონკრეტა, პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს თუ არა დაკავებულებს.
„ჩემი როლი არაა, ვთქვა, პოლიტპატიმრები არიან თუ არა. ვიტყვი, რომ ისინი ციხეში არიან, ვინაიდან პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული”, — განაცხადა სამპიეტრომ IPN-ის ცნობით.
მან ასევე თქვა, რომ მოითხოვეს პატიმრების მონახულება, მათ შორის მზია ამაღლობელის, და ეს საკითხი დააყენეს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან, თუმცა უარი მიიღეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებზე ისაუბრეს დიალოგის არარსებობაზე, ბოიკოტზე და ძალადობაზე.
