სააგენტო APA-ს ცნობით, 2026 წლის 8 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევსა და ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის საფუძველზე აზერბაიჯანმა ირანისთვის ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავალებით, ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა ირანში, რათა ხელი შეეწყოს მეგობარი და მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილებას”.

ოფიციალური ცნობითვე, ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს: 10 ტონა ფქვილს, 6 ტონა ბრინჯს, 2.4 ტონა შაქარს, 4 ტონაზე მეტ სასმელ წყალს, დაახლოებით 600 კილოგრამ ჩაის და დაახლოებით 2 ტონა მედიკამენტებსა და სამედიცინო მასალებს.