ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით ბეირუთის წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა“ დაიწყეს.
BBC-ის ცნობით, ლიბანის დედაქალაქის სამხრეთში პანიკა მოჰყვა ისრაელის გაფრთხილებას, დაეტოვებინათ მთელი სამეზობლო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დედაქალაქის დაჰიეს გარეუბანში ჰეზბოლას სამეთაურო ცენტრები და „ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად“ განკუთვნილი დრონების შესანახი ობიექტი დაბომბეს.
ისრაელი ასევე განაგრძობს დარტყმებს ირანზე. თეირანსა და სხვა ქალაქებში ღამით ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა. ისრაელში კი, ირანული რაკეტების გამო, არაერთხელ ჩაირთო განგაშის სირენები, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„ჰეზბოლა“ არის ლიბანში ბაზირებული შიიტური ორგანიზაცია, რომელიც ერთდროულად ორ როლს ითავსებს: ის არის პოლიტიკური პარტია და გასამხედროებული დაჯგუფება. მას ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს დასავლეთში. ის 1980-იან წლებში ირანის დახმარებით შეიქმნა. ირანი მათ დღემდე აწვდის ფულს, იარაღს და წვრთნის მებრძოლებს. რეგიონულ პოლიტიკაში „ჰეზბოლა“ ითვლება ირანის მთავარ მოკავშირედ (ან „პროქსიდ“), რომელიც ახლო აღმოსავლეთში თეირანის ინტერესებს ატარებს. „ჰეზბოლას“ შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა იყო (კერძოდ, სამხრეთ ლიბანის ოკუპაციის დროს). ისინი ისრაელს თავის დაუძინებელ მტრად მიიჩნევენ. მათ შორის კონფლიქტი ათწლეულებია გრძელდება და პერიოდულად სრულმასშტაბიან ომებში გადადის (მაგალითად, 2006 წელს და ახლა, 2026 წლის მოვლენების ფონზე).
ამ თემაზე:
