ვარშავაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის შეხვედრა დასრულდა და მედიისთვის განცხადებები დაიწყო.

“სომხეთსა და პოლონეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დონალდ ტუსკთან ერთად ვაკეთებთ განცხადებებს”, – დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკზე.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 25 თებერვალს ეწვია.