დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წლისთავზე, გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო
დოკუმენტის მხარდამჭერი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ითხოვს სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას, იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას.
“გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერა უკრაინაში” – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელსაც 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მათ შორისაა საქართველოც. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა 12-მა ქვეყანამ: რუსეთმა, ირანმა, ბელარუსმა, კუბამ, სუდანმა, ნიგერმა, ნიკარაგუამ, მალიმ, ერითრიამ, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ბურუნდიმ და ბურკინა ფასომ.
თავი შეიკავა 51-მა ქვეყანამ. მათ შორის, სომხეთმა, ჩინეთმა, უნგრეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა.
“ჩვენთვის ეს არ არის კიდევ ერთი კენჭისყრა. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ უკრაინა არ არის მარტო და რომ გაეროს პრინციპები ისევ მნიშვნელოვანია”, – დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი ჰიბიჰამ.
I welcome today’s adoption of the UN GA resolution “Support for lasting peace in Ukraine” initiated by Ukraine. At defining moments, the international community must be clear. Today, it is.
For us, this is not just another vote. It is a reaffirmation that Ukraine is not alone —… pic.twitter.com/tmd0mG17OU
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) February 24, 2026
