როგორც „Апсныпресс“ წერს, აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსი რუსტამ ლატიპოვი აცხადებს, რომ მოძრაობა გამშვები პუნქტ „ფსოუს“ გავლით შეჩერებულია, რადგან მოქმედებს საჰაერო თავდაცვის სისტემები UAV-ის შესაძლო თავდასხმების წინააღმდეგ.

„ამჟამად არც ადამიანების, არც ტრანსპორტის კვეთა არ ხდება”, – თქვა ლატიპოვმა. მისივე თქმით, საზღვარი გაიხსნება, როდესაც საფრთხე აღარ იქნება.

აფხაზეთში, გაგრის რაიონში “პირველი სმოტროვაია” პლატფორმის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) დაცემაა, იტყობინება „Апсныпресс”.

“ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შიდა საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. „ტერიტორიის შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა ნამსხვრევები, რომლებიც, წინასწარი ვერსიით, UAV-ს ეკუთვნის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობითვე, საგანგებო ჯგუფმა დაიწყო ფრაგმენტების ამოღება და ექსპერტიზაზე გაგზავნა, რათა დადგინდეს აპარატის ტიპი, წარმოშობა და ფრენის მიზანი.

დაზარალებულების ან ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.