უკვე 9 მსახიობმა დატოვა ახალი თეატრი, საიდანაც გუშინ ჩამოხსნეს სინდისის პატიმრის და ამავე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.
მსახიობების ნაწილს თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით საჯაროდ არ გაუვრცელებია განცხადება, თუმცა ვრცელდება ცნობა, რომ თეატრიდან წავიდნენ მსახიობები:
🟢 კახა კინწურაშვილი
🟢 ეკა დემეტრაძე
🟢 ნანკა კალატოზიშვილი
🟢 გივიკო ბარათაშვილი
🟢 დავით ბეშიტაშვილი
🟢 ტასო ჭანტურაია
🟢 მანუ თავაძე
🟢 ლუკა ჯაფარიძე
🟢 ირაკლი ჯაფარიძე
მათმა დიდმა ნაწილმა სოციალურ ქსელში დატოვა, რომ თეატრი დატოვა.
ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის” ფასადის ცენტრში ერთ წელზე მეტი იყო გადმოკიდებული. თუმცა, 19 თებერვალს, მსახიობის ბანერი ჩამოხსნეს სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის. ამის შემდეგ ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა, თეატრის მსახიობებმა ხელახლა გადმოკიდეს ბანერი, თუმცა, სხვა ადგილას. შესაბამისად, ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადზე „რუსთავი 2-ის“ ორი ბანერის გვერდით რჩებოდა.
20 თებერვალს დილით, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი კვლავ და უკვე საბოლოოდ ჩამოხსნეს. თეატრის მსახიობებმა მისი მოძებნა ვეღარ მოახერხეს.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს, პროევროპული აქციებისას დააკავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გასულ წლის აპრილში ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის სამინისტრომ გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რომელიც ასევე აქტიურად აპროტესტებდა ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას. მას შემდეგ თეატრის საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზებულია.
