შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის მიწოდებისთვის დაკავებული პირი ივანე გოგლიძეა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე დააკავეს შპს „ბატონო“-ს ხელმძღვანელი დააკავეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, „ბატონო“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მისი დირექტორი ივანე გოგლიძეა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ლეილა ლონდარიძეა. ის ასევე არის კომპანია „კულას“ 100%-იანი წილის მფლობელი. თავის მხრივ, ივანე გოგლიძე „კულას“ დირექტორიცაა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177,3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“.
აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
