ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიციის შენობაში აფეთქება მოხდა.

რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ, რომელმაც სამხედროებს ნანგრევების გასუფთავებაში დახმარება დაავალა, თქვა, რომ ინციდენტის მიზეზი ჯერ დადგენილი არაა.

Telegram-ის არხები იუწყებიან, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.

ტელეგრამ არხების ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი კი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება.