“ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური აქტივობისთვის, შესაძლოა, ბიზნესს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ამის შესახებ გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გრანტების შესახებ კანონიში ინიციირებული ცლვილებების წარდგენისას განაცხადა.

კანონპროექტის ამჟამინდელი ვერსიის მიხედვით, იურიდიული პირს, რომელიც “პოლიტიკური საქმიანობით დაკავდება”,  ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება. თუმცა გორდულაძემ განაცხადა, რომ დიდი ბიზნესისებისთვის ჯარიმა, შესაძლოა, არ აღოჩნდეს შემბოჭავი იმისთვის, რომ კანონი არ დაარღვიონ. ამიტომ მისი ინიციატივაა, კანონპროექტის ეს ნაწილი ჩასწორდეს და ჩაიწეროს, რომ იურიდიულ პირს პოლიტიკური საქმიანობისთვის, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხიმსგბელობა დაეკისროს.

“შემოთავაზებულია ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც მეწარმე სუბიექტი – მეწატრმე სუბიექტს მოჰყვა არაერთი ინსინუაცია, რომ ჩავხედოთ კანონპროექტს, მითითებულია, რომ “მეწარმე იურიდიული პირი” -,  რომელიც პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამქმიანობა უკავშირდება მის ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობას, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, პირველ ჯერზე 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე და ყოველ [მომდევნო] ჯერზე – 40 000 ლარის ოდენობით.

რა აქვს მიზანი? მეწარმრემ უნდა აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არის შექმნილი ეს კონკრეტული იურიიდული პირი. შესაბამისად, დაკავდეს ბიზნესით, იყოს მოგებაზე ორიენტირებული – ბიზნესის თავისუფლებაში ჩვენ არ ვერევით, პირიქით, ვამაყობთ დ ავაცხადებთ ცალსახად, რომ ბიზნესის თავისუფლება ეს ჩვენი გუნდის მონაპოვარია. ამავდროულად, თუ პირს უნდა პოლიიტკური აქტივობით დაკავდეს, ამისთვის არსებობს შესაბამისი წესი და შესაბამისი ფორმა: დარეგიტრირდეს პოლიიტკურ პარტიად.

[…] გთავაზობთ სამსჯელოდ, არ ვიცი,  რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20 000 და 40 000 შესაძლებელია, რომ არ იყოს მბოჭავი იმისათვის, რომ სამართალდარღვევაზე ხელი აიღოს. ხომ არ ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესსიბიექტის, ანუ იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტარციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე კი- სისხლისსამართლებრვ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუმველოფილი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული.

ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში შესაბამისი ჩანაწერიც გაჩნდეს ადინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, რომ მეწარმე იურიდიული პირი თუ პოლიიკური აქტივობით დაკავდება, პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და ყოველი შემდგომი – სისხლისსამათლებრივ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის იფნორმაციით, როგორც გრანტების შესახებ კანონში, ისე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცლვილებების აღსრულებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო იქნება აუდიტის სამსახური.

გრანტების შესახებ კანონში მორიგი ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” 28 იანვარს დააანონსა. იქამდე პარტიის გორგასლის ოფისში გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაესწრო.

ამავე თემაზე: