ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – 1992 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წლის 27 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე – 2007 წელს დაბადებულ ა.კ.-ს.

18 წლის გოგო მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.