ობამა სააკაშვილის შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას ორმხრივი შეხვედრა დღეს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება,–წერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.

შეხვედრა თბილისის დროით 23:20 წუთზეა დაგეგმილი და პრესისთვის დახურული იქნება. ორი ქვეყნის ლიდერი ერთამენთს ლისაბონის სასტუმრო „ფერია ინტერნეიშენალში“ შეხვდება – წერს საიტი.

მიხეილ სააკაშვილისა და ბარაქ ობამას შეხვედრის თაობაზე განცხადება დღეს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა გააკეთა.

პრეზიდენტის გვერდი იმ თემებზე წერს, რომლებზეც დღეს პრეზიდენტები ისაუბრებენ:

ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია, რეგიონში უსაფრთხოების სტაბილურობა, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა.