ეროვნული უშიშროების სამსახურმა საგამოძიებო კომიტეტის შენობაში დააკავა ეჩმიაძინის კანცელარიის ხელმძღვანელი, არქიეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი. ერთი დღით ადრე სასულიერო პირი აცხადებდა, რომ საკუთარი დევნას ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკას უკავშირებდა.
როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, ადვოკატ არსენ ბაბაიანის განცხადებით, დაკავება არ უკავშირდება სკანდალურ ვიდეოჩანაწერს, რომლის ავტორები არქიეპისკოპოსს ოჯახის წევრის მეუღლესთან არალეგალურ კავშირს აბრალებდნენ. ხაჩატრიანმა მასალა ცილისწამებად შეაფასა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი საქმე პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლით არის აღძრული.
არქიეპისკოპოსი ხელისუფლებას ეკლესიის კონტროლის დაყვანაში ადანაშაულებდა. 3 დეკემბრის პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ხელისუფლება „მართვადი სასულიერო პირების შექმნას” ცდილობს და მისი პოზიცია პოლიტიკურ ზეწოლას იწვევს.
სომხეთში ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობა გაზაფხულზე გამწვავდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეკლესია საჯაროდ გააკრიტიკა. ამის შემდეგ რამდენიმე სასულიერო პირი დააკავეს, მათ შორის არაგაცოტნის ეპარქიის ხელმძღვანელი მკრტიჩ პროშიანი და მღვდელი გარეგინ არსენიანი. ასევე დაკავებულია ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელმაც ეკლესიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
არქიეპისკოპოს არშაკ ხაჩატრიანის დაკავება ეკლესიისა და ხელისუფლების კონფლიქტის კიდევ ერთ ეპიზოდად განიხილება, ხოლო ადვოკატი მომხდარის შესახებ დამატებითი განმარტებების მიცემას მოგვიანებით გეგმავს.








