,,დავასუფთავოთ საქართველო’’ – კამპანია გრძელდება

ხვალ სოფელ პატარძეულში  გამწვანების აქცია ჩატარდება. აქციის დროს გამწვანდება გოგლა ლეონიძის მიერ გაშენებული ბაღის ტერიტორია. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები.

აქცია ,,დავასუფთაოთ საქართველო’’ კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს.

გამწვანების აქციაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და მდგრადი განვითარების კავშირის ეკოხედვა-ს წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობის, სოფლის გამგეობისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები.