ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღარაა.

თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ირაკლი კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

იუსტიციის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ხმალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იგი ამ პოსტზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. მანამდე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძე იუსტიციის სამინისტროში დანიშნეს