დემოკრატების სასტვენი ბიზნესის თავისუფლებისთვის

დღეს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა ბიზნესის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია სასტვენებით გამართეს.

სულხან ღლონტი, აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ისინი ბიზნესზე ტერორს აპროტესტებენ.

„ჩვენ, ახალგაზრდა დემოკრატები, გადავალთ ფართომასშტაბიან აქციებზე, დღეს ეს პრევენციული ფორმაა, მშვიდობიანი აქცია, რომლითაც ჩვენ პროტესტს გამოვტახავთ“.

აქციაზე შეკრებილებს  სასტვენები, როგორც თვითონ ამბობენ, მეტი ყურადღების მისაქცევად ჰქონდათ.