გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, ბაქოს სასამართლომ ბლოგერ მეჰმან მამედოვს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა “სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებების” გამო. აზერბაიჯანელი ბლოგერი შვეიცარიიდან ოჯახთან ერთად ექსტრადირებულია აზერბაიჯანში.
გამოძიების მიხედვით, მამედოვმა შვეიცარიაში მცხოვრებ ბლოგერებთან, მანაფ ჯალილზადესთან და სულეიმან სულეიმანლისთან ერთად შექმნა ჯგუფი, რომელიც ავრცელებდა მოწოდებებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ, წერს Oxu.az.
მამედოვი შვეიცარიის ხელისუფლებამ ოჯახთან ერთად დეპორტაციით გადასცა ზერბაიჯანს. მას ბრალად წაუყენეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 281.2 მუხლი [საჯარო მოწოდებები, მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩადენილი განმეორებით ან ჯგუფურად].








