ომბუდსმენი დუმს

სახალხო დამცველი ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს სკოლის დირექტორებისა და მოსწავლეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.

ნეტგაზეთი ომბუდსმენის ოფისს დაუკავშირდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კონკრეტული საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

“ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ”– გვითხრა ნინო ერემაშვილმა.

კითხვაზე, თუ როდის დასრულდება საქმის შესწავლა და როდის გაკეთდება განცხადება, ერემაშვილი გვპასუხობს:

“არ ვიცი, ვერ გეტყვით”.