ახალი ამბები

“ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს” – არასრულწლოვანის ოჯახის განცხადება ხატია ვიბლიანზე

17 სექტემბერი, 2025 •
“ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს” – არასრულწლოვანის ოჯახის განცხადება ხატია ვიბლიანზე

14 წლის არასრულწლოვანის ოჯახი ითხოვს პატიმრობა შეეფარდოს ხატია ვიბლიანს – მკლავჭიდელს, რომელსაც ბავშვზე ძალადობისთვის ბრალი წარედგინა. ისინი აცხადებენ, რომ ბრალდებული სპორტსმენი მათ მეზობლად ცხოვრობს, “ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავ­შვს”, რის გამოც თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

განცხადება “ნეტგაზეთს” ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.

“რო­გორც იცით, ქ. ხა­ტია ვიბ­ლი­ანს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა, ოჯა­ხი ითხოვს ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნის აღმკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს პა­ტიმ­რო­ბა და არა გი­რაო, რად­გან ვერ ვგრძნობთ თავს და­ცუ­ლად, დამ­ნა­შა­ვე ცხოვ­რობს ძა­ლი­ან ახ­ლოს და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ყა­როს ბავშვს. ასე­ვე საფრ­თხე­შია მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­ვინ იცის, კი­დევ ვის გა­ი­მე­ტებს და უმო­წყა­ლოდ სცემს ეს ქალ­ბა­ტო­ნი.

გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტიც, რომ მისი არდა­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მე­ურ­ვე­ო­ბა, რო­მელ­ზეც მან, ისე­ვე, რო­გორც მო­ზარ­დზე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იძა­ლა­და იმ საღა­მოს და ატი­რე­ბულ ბავ­შვს ეს ყვე­ლა­ფე­რი აყუ­რე­ბი­ნა. ქალს, რო­მელ­საც პირ­ველ ბავ­შვზე დედობა აქვს ჩა­მორ­თმე­უ­ლი, თქვე­ნი აზ­რით, მე­ო­რეს ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ზრდის?

ახლა აცხა­დებს, არ ვი­ცო­დი, არას­რულ­წლო­ვა­ნი რომ იყოო. არა­და, მა­შინ ხომ ჰქონ­და გაცნობიერებული, მო­ზარ­დთან რომ ჰქონ­და საქ­მე, როცა მი­მარ­თავ­და: “შე, წვინ­ტლი­ა­ნო, ნაბიჭვარო, მე შენ გას­წავ­ლი ჭკუ­ა­ს”, და თავს ვინ ვის და­ეს­ხა, ესეც მშვე­ნივ­რად ჩანს კად­რებ­ში, მოწმე­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ მა­ღა­ზი­ა­ში”, – წერია განცხადებაში.

ოჯახმა ეს განცხადება ვიბლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომამდე გაავრცელა. სხდომაზე პროკურორმ,ა ნათია ნოზაძემ ვიბლიანისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას რამდენიმე მიზეზით არ ითხოვს – ის არის მარტოხელა დედა, აღიარებს დანაშაულს, ასევე, არ არის წარსულში ნასამართლევი. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ხატია ვიბლიანს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას თანხის გადახდისთვის 30 დღე აქვს.

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ხატია ვიბლიანი არასრულწლოვანზე, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრების მიხედვით, ინციდენტის შემსწრე არიან მცირეწლოვანი ბავშვი – სავარაუდოდ, ვიბლიანის შვილი და კაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით დაიწყო. ეს გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-იდან 240 საათამდე, ანდა ორ წლამდე პატიმრობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი