უკრაინის ეროვნული დროშის დღეს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, “ვინც ამაყად ატარებს მას”.

სიბიჰა წერს, რომ ლურჯ-ყვითელი დროშა გახდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ იმ ღირებულებების სიმბოლო, რომლებსაც იცავენ რუსეთთან ომის დროს.

“დღეს უკრაინა ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. ჩვენი დროშა გახდა არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ომის წინააღმდეგ ჩვენი გაბედული ბრძოლის სიმბოლო, არამედ იმ ღირებულებების განსახიერება, რომლებსაც ვიცავთ. ის გამოხატვს თავისუფლებას, სოლიდარობას, ჰუმანურობას, სინათლეს და იმედს.

მადლობლები ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც ამაყად ატარებს მას – იქნება ეს დროშის აღმართვა, საჯარო მოედნებზე გამოფენა, ოფიციალურ შენობებზე დამაგრება, რეზოლუციებში ჩართვა თუ პიჯაკის საყელოზე ქინძისთავით დამაგრება. თქვენი მტკიცე მხარდჭერა დ სოლიდარობა გვახლოებს სიმართლესთან და მშვიდობასთან”, – წერს ანდრი სიბიჰა.