ბაქრაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგისას ითქვა, რომ დავით ბაქრაძის გამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ლისაბონის სამიტი სესიიდან მცირე დროში გაიმართება.

12-16 ნოემბერს ქ. ვარშავაში  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიმართება. აღნიშნულ სესიაზე მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამასზე მეტი დეპუტატი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც.

ღონისძიება ლისაბონის სამიტის დაწყებამდე სამი დღით ადრე დასრულდება.