ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება – გუნბა

2 ივნისი, 2025 •
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება – გუნბა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ ТАСС-სთან საუბარში დაადასტურა, რომ  ოჩამჩირის რაიონში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშენდება.

„[რუსული] სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, როგორც ასეთი, არ იგეგმება, თუმცა დაგეგმილია ოჩამჩირის რაიონში შავი ზღვის ფლოტისთვის სწორედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნა“, — განაცხადა მან.

გუნბას თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში “იგეგმება თანამშრომლობის გაძლიერება ორივე ქვეყნის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროებს შორისაც”.

ანალიტიკოსები ხსნიან, რას უქადის საქართველოს რუსული პორტი ოჩამჩირეში

მასალების გადაბეჭდვის წესი