აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს უგზავნის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს.

ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, — ნათქვამია მისალოც წერილში.

ირაკლი კობახიძემ მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე. საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მილოცვაზე ქართველი ხალხისადმი.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებას არ დასწრებია აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი.

კობახიძის თანახმად, ტრამპის ახლო მოკავშირე რუბიო “დიპ სტეიტის” გავლენის ქვეშ მოექცა