გრიგოლ ვაშაძე ესტონეთში მიდის

ესტონური მედია წერს, რომ გრიგოლ ვაშაძე ესტონეთს ესტუმრება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

ესტონური მედიის ცნობით, ვაშაძე მის კოლეგასთან ერთად, შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს.