რას ითხოვს დავითაია

დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ საგარეო უწყებისგან ახალგორის რაიონში მოსახლეობის გადაადგილების მხრივ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ევროკავშირის დამკვირვებლების ინფორმირება მოითხოვა. 

დავითაია ამბობს, რომ სეპარატისტული რეჟიმი გადაადგილებისთვის მოსახლეობას ე.წ. ფორმა №9-ს სთხოვს.

“აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში,  მათ საკუთარი სახლების მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ”, – პარლამენტის ინტერნეტ გვერდი ვიცე-სპიკერის ამ ციტატას აქვეყნებს.

დეპუტატმა  ახალი შეზღუდვა ეთნიკური წმენდის მორიგ გამოვლინებად შეაფასა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს აღნიშნული საკითხის დეტალურად შესწავლა დაავალა.