სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანული პოზიციების წინააღმდეგ სროლის შესახებ.
“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, თითქოს 17 მარტის 22:15-დან 18 მარტის 00:20-მდე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის პოზიციებს, რომლებიც მდებარეობს საზღვრის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, არ შეესაბამება რეალობას”, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზად არის – ერევანი
აქვე უწყება განმარტავს, რომ მანამდე სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, შექმნას ერთობლივი მექანიზმი ორი ქვეყნისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ან შესაბამისი ინფორმაციის გამოძიებისთვის. ამ კონტექსტში უწყება აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანისგან ამ შემოთავაზებაზე არ მიიღო პასუხი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის სამხედროები დაადანაშაულა საზღვრისპირა ტერიტორიების დაბომბვაში. 16 მარტს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ განაცხადა, რომ ლაჩინის რაიონის საზღვრისპირა პოზიციები სომხეთიდან დაბომბეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ორივე შემთხვევაში უარყო ბრალდებები.
“სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა პერიპეტიულად ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.