თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს, გვიან ღამით კაცი მოკლეს. ინფორმაცია დაახლოებით ღამის 12 საათისთვის გავრცელდა. ახლოს მყოფი ადამიანების თქმით, მოკლულის მიმართულებით ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ისროლეს და დაჭრეს კიდევ ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლები).
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed