ახალი ამბები

საფრანგეთი უკრაინისთვის 195-მილიონიანი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მობილიზებას აპირებს

9 მარტი, 2025 •
საფრანგეთი უკრაინისთვის 195-მილიონიანი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მობილიზებას აპირებს

საფრანგეთი უკრაინისთვის 195 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს მობილიზებას. ამის შესახებ და ევროპის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში 8 მარტს ისაუბრა.

„ეს თანხა მოხმარდება 155მმ-იანი ჭურვებისა და AASM საავიაციო ბომბების მიწოდებას, რომლებითაც უკრაინული მირაჟ-2000-ებია აღჭურვილი“, — აღნიშნა მინისტრმა ლეკორნუმ უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებაზე საუბრისას და ასევე ახსენა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არსებული სხვა საბრძოლო ტექნიკის განახლების შესაძლებლობაც.

195 მილიონი ევროს ღირებულების ეს მორიგი პაკეტი უკრაინის დასახმარებლად რუსული აქტივების შემოსავლით შედგება.

გარდა უკრაინის დახმარებისა, ლეკორნუმ ხაზი გაუსვა მზარდ საფრთხეებს ევროპისთვის და კონკრეტულად საფრანგეთისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთისთვის მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე უპირველესი ამოცანა იქნება ამუნიციის მომარაგება და „ელექტრონული ომისთვის“ მზადება, შეიარაღებული ძალების „რობოტიზაცია და დრონიზაცია“. მან აღნიშნა, რომ ევროპული დემოკრატია და ეკონომიკა რუსეთის სამიზნეა და რომ ის დიდი ალბათობით ეცდება ჩარევას საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც, იმავე სცენარით, როგორც ეს რუმინეთში სცადა.

„ჩვენი ეკონომიკისთვის ეს საფრთხეები კიდევ უფრო საყურადღებოა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ დესტაბილიზაცია საზღვაო სივრცეში, დაწყებული წითელი ზღვიდან, გაგრძელებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის თავდასხმებით წყალქვეშა სადენებზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. კიბერშეტევები ასევე მზარდი საფრთხეა. ხელოვნური ინტელექტის დახვეწა ამ შეტევებს უფრო სახიფათოს ხდის. საზრუნავია მედიის ციფრული უსაფრთხოება, ასევე კომპანიებისა, კლინიკებისა. მდგომარეობა კიდევ უფრო შორსაც შეიძლება წავიდეს და მოგვიწიოს გამკლავება საბოტაჟთან, ეკონომიკური სამყაროს ლიდერების დაგეგმილ მკვლელობებთან, აგრესიულ ინტერაქციებთან ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან და ა.შ.“ — თქვა ლეკორნუმ ინტერვიუში.

ამავე თემაზე:

ომის სამი წლისთავზე უკრაინა მეგობარი ქვეყნებიდან დახმარების ახალ პაკეტებს იღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი