ახალი ამბები

მელონის ინიციატივა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც “სამშვიდობო მისიაზე უფრო ეფექტურია”

7 მარტი, 2025 •
მელონის ინიციატივა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც “სამშვიდობო მისიაზე უფრო ეფექტურია”

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოდის წინადადებით, რომ ნატოს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელეს სრული წევრობის გარეშე.

იგი ფიქრობს, რომ ეს უკრაინას მოუტანს გრძელვადიან მშვიდობას და უფრო ეფექტურიც იქნება, ვიდრე სამშვიდობოების მისიების განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე.

მე-5 მუხლის გავრცელება ნიშნავს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ იქნება, თუმცა ალიანსის წევრებმა ის უნდა დაიცვან, თუ რომელიმე ქვეყანა თავს დაესხმება.

“მე ვფიქრობ, ეს იქნება უფრო სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტიანი უსაფრთხოების გარანტია, ვიდრე ისეთი შეთავაზებები, რომელსაც ვისმენ”, – თქვა მელონიმ და დასძინა, რომ რთულად წარმოუდგენია უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგისთვის საჯარისო კონტინგენტების გაგზავნა და ამ კონტექსტში იტალიის მონაწილეობას გამორიცხავს.

უკრაინის ევროპელი პარტნიორები მსჯელობენ, რა შეიძლება შესთავაზონ კიევს უსაფრთხოების გარანტიდა იმ შემთხვევაშ,ი თუ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. არსებობს ინიციატივა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტები განათავსონ, რასაც რუსეთი ამ ეტაპზე არ ეთანხმება. დონალდ ტრამპმა არაერთგზის განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს და ეს საკითხი ევროპის მოსაგვარებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი