მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე პოსტზე 2.5 თვის წინ დაინიშნა

დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სხდომაზე იმსჯელებენ მისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის საკითხზეც. საკითხს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. 39 წლის ვიქტორ მეტრეველმა მოსამართის საკვალიფიკაციო გამოცდა 2023 წელს ჩააბარა, ფიცი კი დაახლოებით 2,5 თვის წინ, 2024 წლის 24 დეკემბერს დადო. მეტრეველის სამუშაო გამოცდილება თბილისის საქალაქო სასამართლოში … Continue reading მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე პოსტზე 2.5 თვის წინ დაინიშნა