თეატრი და სკოლა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ნოდარ დუმბაძის სახელობის სახლემწიფო ცენტრალურ საბავშვო  და გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრებთან.

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს თეატრებს და სკოლებს შორის კომუნიკაციის დამყარებას და ასევე სკოლების ინფორმირებას, თეატრების რეპერტუარტან დაკავშირებით,–აცხადებს სამინისტრო.

თავის მხრივ, თეატრები სკოლის მოსწავლეების ასაკის შესაბამის სპექტაკლებს მოამზადებენ და ასევე სკოლის მოსწავლეებთან, თეატრის დასთან თემატურ შეხვედრებს მოაწყობენ.