“დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას”, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”

აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადებები გააკეთეს ასევე უკრაინამ, აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და ა.შ.

უკრაინა ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ოკუპირებულ აფხაზეთში

ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართა. შედეგების მიხედვით, მეორე ტური გაიმართება.

გახარიას პარტია გმობს აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას