ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

ხანძარი გაჩნდა სივრცეში, სადაც სასაწყობე და კომერციული მაღაზიებია განთავსებული და 5 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულები არ არიან.