აქტივისტ ელისო ჯანაშიას ფოთში თავს დაესხნენ

აქტივისტს და ჟურნალისტს, ელისო ჯანაშიას ფოთში თავს დაესხნენ. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებს მას ფიზიკურ შეურაცხყოფას ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალი. ჯანაშია მომხდარს უკავშირებს მის პოლიტიკურ აქტივობას. „რამდენიმე ხნის წინ მოგვივარდა ორი ქოცი ქალი და მე პირადად ფიზიკურად გამისწორდა, ახალგაზრდები ლანძღა, გარყვნილები გვეძახა“, — წერს იგი.