ახალი ამბები

საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია – პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა სამსახური დატოვა

5 დეკემბერი, 2024 •
საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია – პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა სამსახური დატოვა

პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა ალექსანდრე ძაძამიამ სამსახური დატოვა.

განცხადება სამსახურიდან დატოვების შესახებ თავად ალექსანდრე ძაძამიამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე. გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ალექსანდრე ძაძამიამ სამსახური 2 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე დატოვა.

„საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!“ – დაწერა LinkedIn-ზე ალექსანდრე ძაძამიამ.

ალექსანდრე ძაძამია პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი