ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის დღის საკითხი

2011 წლის 1 იანვრიდან ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებენ.

ამის შესახებ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.

დაზღვევის ხარჯები სამინისტროსთვის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაიფარება,–აცხადებს ნათია მიქელაძე, ფინანსთა  მინსიტრის მოადგილე.