თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს.
როგორც ოპიზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, მომიტინგეები ღამის გათევას სწორედ ამ ადგილას აპირებენ.
პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. დილით მომიტინგეები პოლიციამ დაარბია, თუმცა შემდგომ საათებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ.