სასოფლო–სამეურნეო სერტიფიკატს საშემოსავლო სამსახური გასცემს

შემოსავლების სამსახურს ვეტერინარიისა და სასოფლო-სამეურნეო სერთიფიკატის გაცემის უფლებამოსილება ექნება, ნათქვამია პარლამენტის საიტზე.

აქამდე სერტიფიკატს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გასცემდა.  

დღეს აღნიშნული ინიციატივა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.