ახალი ამბები

პრეზიდენტი გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“

15 ნოემბერი, 2024 •
პრეზიდენტი გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“

„მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დაგვმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი, და რაც პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას ამ მთავრობის „დათმომების“ – თითქოს, მათით შეიძლება რუსეთს შეაცვლევინო პოლიტიკა. ამით მხოლოდ ააჩქარებინებ“, – უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

ზურაბიშვილმა ასევე სოლიდარობა გამოხატა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.


უკვე რამდენიმე დღეა, რაც აფზაზეთში  დე ფაქტო ოპოზიციის პროტესტი მიმდინარეობს. ისინი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებას აპროტესტებენ. ბჟანიამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი