ახალი ამბები

საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან თსუ-სკენ დაიძრა

15 ნოემბერი, 2024 •
საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან თსუ-სკენ დაიძრა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით მიემართებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ.

მსვლელობის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“, რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა.

„პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოაწყვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი