აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა.
აკაკის კვირეული უნივერსიტეტში პლენარული სხდომით დაიწყო და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, დოქტორანტებმა და სტუდენტებმა.
აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული საქართველოს საჯარო სკოლებშიც ტარდება. კვირეულის ფარგლებში, სკოლები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის, გაიმართება თხზულებების კონკურსი თემაზე: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი’’, -ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინსიტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე.
კონკურსში მონაწილეობას VIII-XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ. გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში, სოფელ სხვიტორში, გაიმართება.