ახალი ამბები

ხუთი ნორდიკული ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას აქვეყნებს

30 ოქტომბერი, 2024 •
ხუთი ნორდიკული ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას აქვეყნებს

ხუთი ჩრდილოეთევროპული, იგივე ნორდიკული სახელმწიფო, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

„ვეუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და არჩევნების დღემდე დარღვევების დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ. აუცილებელია, გაიფანტოს ეჭვები საარჩევნო პროცესის სანდოობაზე.

ბოლო წლებში, მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებიტ საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და მიღებული კანონმდებლობა სულ უფრო გადადის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

როგორც ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაბრუნდება გზაზე, რომელიც მას მიიყვანს კუთვნილ ადგილამდე ევროატლანტიკურ ოთახში. განვაგრძობთ საქართველოში მოვლენებისთვის თვალის აქტიურად დევნებას და მთავრობას მის ქმედებებზე დაყრდნობით განვსჯით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ლარს ლოკე რასმუსენი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ელინა ვალტონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თორდის კოლბურნ რაიკფორდ გილფადოტირი, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ესპენ ბარტ ეიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი
მარია მალმერ სტენერგარდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი