ევროკავშირის 13 წევრის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩატარეულ არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მოითხოვენ არჩევნებზე მომხდარი დარღვევების გამოსწორებასა და გამოძიებას, და აღნიშნავენ, რომ ისინი არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ელოდნენ კანდიდატის სტატუსი მქონე ქვეყნისგან.
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოში არსებული სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები იტყობინებიან დარღვევებზე როგორც კამპანიის, ასევე არჩევნების დღის დროს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ ყველა დადგენილი დარღვევის მიუკერძოებელ გამოძიებასა და გამოსწორებას.
არჩევნების სანდოობის დარღვევა არ შეესაბამება სტანდარტებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატისგან ველით. ისინი ღალატობს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს.
კანონის უზენაესობის დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი პროგრესისთვის ევროკავშირის გზაზე. ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. ის ევროკავშირის სახელით არ ლაპარაკობს“, – ნათქვამია განცხადებაში. მას ხელს აწერენ:
- მარტინ დვორაკი (ჩეხეთი, ევროპის საქმეთა მინისტრი)
- მარია ბიერე (დანია, ევროპის საქმეთა მინისტრი)
- ანნა ლიურმანი (გერმანია, ევროპისა და კლიმატის მინისტრი)
- მარგუს ტსაჰკნა (ესტონეთი, საგარეო საქმეთა მინისტრი)
- იოაკიმ სტანდი (ფინეთი, ევროპის საქმეთა მინისტრი)
- ბენჯამინ ჰადადი (საფრანგეთი, ევროპის საქმეთა მინისტრი-დელეგატი)
- ჯენიფერ კაროლ მაკნელი (ირლანდია, ევროკავშირის საქმეთა მინისტრი)
- გაბრიელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა, საგარეო საქმეთა მინისტრი)
- კასპარ ფელდკამპი (ნიდერლანდები, საგარეო საქმეთა მინისტრი)
- ქსავიერ ბეტელი (ლუქსემბურგი, საგარეო საქმეთა მინისტრი)
- ადამ შლაპკა (პოლონეთი, ევროკავშირის საქმეთა მინისტრი)
- ინეს დომინგოსი (პორტუგალია, ევროკავშირის საქმეთა მინისტრი)
- ჯესიცა როსენკრანცი (შვედეთი, ევროკავშირის საქმეთა მინისტრი)
