ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, მარნეულის საოლქო კომისიამ 69-ე უბნის შედეგები ბათილად ცნო. უბანი დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი აღარ გაგრძელდება.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.

ცესკო-ს თავმჯდოამარე, გიორგი კალანდარიშვილი შსს-ს უწყებას მოუწოდებს, დროულად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, “რათა საზოგადოებას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით”.

მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ტარდება, ერთ-ერთმა პირმა საარჩევნო ყუთში ძალით ჩაყარა ბევრი ბიულეტენი. გავრცელებული ინფორმაციით, ის საუბნო კომისიის წევრია. მომხდარს ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც უბანი დაიხურა. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გააძევეს.

ამავე თემაზე: