10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 9,27 %-ია. უბნების გახსნიდან პირველ ორ საათში საკუთარი არჩევანი 324 197-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ეს მაჩვენებელი მეტია გასული საპარლამენტო არჩევნების აქტივობაზე, თუმცა ნაკლებია 2012 წლის მონაცემებზე, როცა ხელისუფლება შეიცვალა- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 10:00 საათზე, ხმა 292 587 ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული, რაც ამომრჩეველთა 8,33% იყო. ხოლო 2012 წელს უბნების გახსნიდან პირველ ორ საათში საკუთარი არჩევანი 385 413-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო მონაცემის 10,66% იყო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნების უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონული აპარატების მეშვეობით მიმდინარეობს, რაც იძლევა საშუალებას, ხმები უფრო სწრაფად დაითვალოს.
ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
დეტალებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ გაეცანით შემდეგ ბმულზე:
