საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს და ეს უნდა გაიაზროს.
„პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია მოსახლეობაში, ვიდრე ელიტებში. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მოდის მმართველი პარტიიდან.
ძალიან ძალადობრივი ტერმინებით ოპოზიციას ემუქრება ციხით იმუქრება ყველას გასამართლებით, პრეზიდენტის ჩათვლით.
ოცნებამ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ გონივრული, მნიშვნელოვანი რაოდენობა ხმების. უნდა შევიდეთ სხვა პოლიტიკაში. უნდა დასრულდეს ერთი პარტიის მმართველობა“, – აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.
