„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე, რომელიც დღეს, 23 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა, შეკრებილებს პარტიის ლიდერების გარდა ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმაც მიმართა.
ასევე, ბერა ივანიშვილმა ფონოგრამის თანხლებით შეასრულა თავისი, 2012 წელს გამოშვებული სიმღერა „ქართული ოცნება“.
მის გარდა, აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ თავად ბიძინა ივანიშვილი, ასევე- ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და შალვა პაპუაშვილი. მათ კვლავინდებურად ისაუბრეს „გლობალური ომის პარტიის“ ზეწოლაზე, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე და სხვა შეთქმულების თეორიებზე.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მმართველი პარტიის აქციაზე მრავლად და ორგანიზებულად ჩამოიყვანეს საჯარო მოხელეები საქართველოს რეგიონებიდან.
